ახალი ამბები

შსს გორის ტერაქტში ეჭვმიტანილის ინტერვიუს ავრცელებს

26 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) გაავრცელა ვიდეო ინტერვიუ, რომელშიც გორის ტერაქტში ეჭვმიტანილი იმ სამხედრო მომზადებაზე საუბრობს, რომელიც მან და ოსების ჯგუფმა რუსეთის სამხედრო დაზვევრვის წარმომადგენელთა მეთვალყურეობის ქვეშ გაიარეს.


გია ვალიევი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ვალიშვილია და თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში დასახლების შემდეგ შეიცვალა გვარი, აცხადებს, რომ რუსული სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლები დაბანაკებულები იყვნენ ცხინვალში რუსი მშვიდობისმყოფელების ბაზაზე.


მისი თქმით, რუს ინსტრუქტორთა ჯგუფი 115 ოსს წვრთნიდა ჯერ ცხინვალში, ხოლო შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთში განლაგებულ 58–ე არმიის ბაზაზე გრძელდებოდა მომზადება. ვალიევის თქმით, მათ ცეცხლსასროლი იარაღის სროლას, დანაღმვისა და აფეთქების ტექნოლოგიებს ასწავლიდნენ.


ეს შსს–ს მიერ გავრცელებული მეორე ვიდეო მასალა იყო. პირველი, სამინისტრომ 25 ივლისს გაავრცელა, სადაც ვალიევი მის თანამონაწილეობას ადასტურებს თებერვალში გორში მანქანის აფეთქებაში, რის შედეგადაც სამი პოლიციელი დაიღუპა.


რუსეთმა კატეგორიულად უარყო რუსული სპეცსამსახურების კავშირი გორის ტერაქტთან და თბილისის ბრალდებები პროვოკაციად შეაფასა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button