skip to content
ახალი ამბები

ოთხი ოპოზიციური პარტია პრაიმერის პრინციპებზე თანხმდება

დღეს “ახალი მემარჯვენეების“ ოფისში კონსულტაციები გამართეს საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების “ახალი მემარჯვენეების“, “კონსერვატორების“, “რესპუბლიკელების“ და არასაპარლამენტო “ლეიბორისტული“ პარტიის წარმომადგენლებმა, სადაც შემოდგომაზე დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე თანამშრომლობისა და პრაიმერის პრინციპებზე შეთანხება იქნა მიღწეული.


“პრაიმერზე, ურთიერთკოორდინაციაზე და სამომავლო თანამშრომლობაზე პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია, ახლა თანამშრომლობის დეტალები დარჩა შესათანხმებელი“, აცხადებდნენ დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი თქმით, შეხვედრები საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე გაგრძელდება.


შუალედურ არჩევნებზე, რომელიც ბათუმის, ქობულეთის, შუახევის,  ტყიბულისა და ისანის საარჩევნო ოლქებში გაიმართება, ოპოზიცია პრაიმერის ანუ შიდა არჩევნების გზით საერთო კანდიდატებს შეარჩევს. აღნიშნული ინიციატივა “კონსერვატორებს“ ეკუთვნით.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button