ახალი ამბები

სოხუმი თბილისს კონფლიქტით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას სთხოვს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა ნუგზარ აშუბამ რუსულ ინტერნეტ გამოცემა “კავკაზსკი უზელ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტი განიხილავს ქართული მხარის მიერ 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხს.


პარლამენტის სპიკერის თქმით, ომის მიერ გამოწვეულმა ზარალმა 13 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. “აფხაზური მხარე თავს იკავებდა ამ მოთხოვნის დაყენებისგან, რათა ხელი არ შეეშალა მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ დუმილს აღარ ვაპირებთ“, განაცხადა ნუგზარ აშუბამ.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button