skip to content
ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა ბიზნესმენმა აფხაზეთში სტალინის აგარაკი იყიდა

გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა ბიზნესმენმა ოლეგ დერიპასკამ აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 10 მილიონ აშშ დოლარად იოსებ სტალინის აგარაკი იყიდა.


აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა 30 ივნისს რუსულ ტელეკომპანია НТВ-სთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ “ამჟამად მიმდინარეობს გარიგების გაფორმების პროცესი“, თუმცა მან ახალი მფლობელის დასახელებისგან თავი შეიკავა იმ მოტივით, რომ “ეს კომერციული საიდუმლოებაა“.


ოფიციალურმა თბილისმა უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ აფხაზეთში პრივატიზაციის პროცესი უკანონოა და მოუწოდა უცხოელ ბიზნესმენებს, ძირითადად რუსეთიდან, თავი შეიკავონ რეგიონში ინვესტიციების ჩადებისგან.        

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button