ახალი ამბები

ბაღაფში გალის მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს

საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის“ ცნობით, აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში, პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი და დე ფაქტო ხელისუფლების სხვა ოფიციალური პირები 1 ივნისს გალის რაიონს ესტუმრნენ. 


ვიზიტის დროს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა, “რომელთაც სხვადასხვა ეროვნების ბანდიტები ავიწროებენ“, მთავარი პრიორტეტი უნდა გახდეს.


“გალის რაიონი აფხაზეთის განუყოფელი ნაწილია. გალის რაიონის მაცხოვრებლები ჩვენი მოქალაქეები არიან და ჩვენმა კანონებმა უნდა დაიცვას ისინი“, განაცხადა ბაღაფშმა.


“აფსნიპრესის“ ცნობით, სერგეი ბაღაფშმა დაავალა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს ოთარ ხეციას ბოლო მოუღოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button