ახალი ამბები

სააგენტო “ინტერ-პრესმა” მუშაობა შეაჩერა

2 ივნისს ახალი ამბების სააგენტო “ინტერ–პრესი“, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი მედია ჰოლდიგის “ი-მედიას” წევრი იყო, სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ამის შესახებ გადაწყვეტილება “ინტერ–პრესის“ სამეთვალყურეო საბჭომ 1 ივნისს მიიღო. 


“ამის შესახებ ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ ვიუწყებოდით, მაშინ დამფუძნებლებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და ოთხთვიანი არსებობის შესაძლებლობა მოგვცეს. წინანდელისგან განსხვავებით ამჯერად სააგენტოს ლიკვიდაცია ხორციელდება“, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


საინფორმაციო სააგენტო “ინტერ-პრესი” 2001 წელს დაარსდა. 2002 წლიდან კი “ი-მედიას” შემადგენელი ნაწილი გახდა.


“როგორც ჩანს, მხოლოდ პროფესიონალიზმზე ზრუნვა და განვითარებისკენ სწრაფვა საკმარისი არ არის“ არსებობისთვის, აცხადებს “ინტერ–პრესი“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button