ახალი ამბები

ალიკ კოზაევი გაათავისუფლეს

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ 20 მაისს ეროვნებით ოსი ალიკ კოზაევი გაათავისუფლა. მას სამშობლოს ღალატში ედებოდა ბრალი, რადგანაც იგი გასულ ზაფხულს ქართულ მხარეს ოსი ბავშვებისთვის საქართველოს კურორტებზე დასვენების ორგანიზებაში დაეხმარა.


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმა სამხრეთ ოსეთის მხარის ამ გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ კოზაევი “ნამდვილი გმირია“.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button