skip to content
ახალი ამბები

კანონის უზენაესობის მისია საქართველოში რეფორმირების მიზნებს აჟღერებს

ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის ხელმძღვანელმა სილვი პანთსმა 20 მაისს თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონის უზენაესობის მისიამ და ქართველმა ექსპერტებმა შეიმუშავეს სამართლებრივი სისტემის რეფორმირების სტრატეგია.


კანონის უზენაესობის მისიამ საქართველოში მუშაობა გასული წლის ივლისში დაიწყო. ევროკავშირის წევრი ქვეყნების იურიდიული ექსპერტთა ჯგუფი იუსტიციის სამინისტროში, უზენაესს სასამართლოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, გენერალურ პროკურატურაში, პოლიციის აკადემიასა და ომბუდსმენის ოფისში მუშაობდა რეფორმის საკითხებზე და რეკომენდაციებს აძლევდა საქართველოს ოფიციალურ პირებს.


სილვი პანთსის თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალება მისიის მიერ შემუშავებული რეფორმების სტრატეგიის განხორციელება. 


მისი თქმით, კანონის უზენაესობის მისია ივლისის ბოლოს სრულდება, თუმცა სილვი პანთსი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ჰეიკი ტალვიტიესთან იმ შესაძლო ღონისძიებებს განიხილავს, რომელთა საშუალებითაც ევროკავშირი შეძლებს კანონის უზენაესობის მისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების განხორციელებას.


მან დოკუმენტის დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, თუმცა დასძინა, რომ ქართულ მხარეზეა დამოკიდებული გააჟღერებს თუ არა მას. 


This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button