ახალი ამბები

გალის რაიონიდან სამი ქართველი გაიტაცეს

სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის კახა არდიას ინფორმაციით, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან 18 მაისს დაუდგენელმა პირებმა სამი ქართველი –  ზვიად ფარცვანია, სპარტაკ ჟღერია და არკადი ტაბაღუა გაიტაცეს. მოგვიანებით სპარტაკ ჟღერია გაათავისუფლეს.


კახა არდიას განცხადებით, გატაცების მოტივი ფულის გამოძალვაა. “შესაძლოა ეს კრიმინალური გარჩევებს უკავშირდებოდეს“, დასძინა რწმუნებულმა.


დღესვე ამ ფაქტის შესახებ იმსჯელეს ჭუბურხინჯის ოთხმხრივ შეხვედრაზე. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში  ქართველი სამშვიდობოთა მეთაურის ვალერი ჯაფარიძის განცხადებით, აფხაზურმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა გატაცებასთან დაკავშირებულ გამოძიებაში თანამშრომლობაზე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button