ახალი ამბები

ბალუევსკი: რუსული ბაზების ნაწილი რუსეთში, ნაწილი – სომხეთში განთავსდება

რუსეთის გენშტაბის უფროსის იური ბალუევსკის განცხადებით, საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების ნაწილი რუსეთში, ნაწილი კი სომხეთში იქნება გაყვანილი, იუწყება “ინტერფაქსი“ 19 მაისს.


“ცალსახაა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე იქნება გაყვანილი ბაზები“ აცხადებს ბალუევსკი და აქვე დასძენს, რომ სამხედრო ტექნიკისა და ქონების ნაწილის გატანა სომხეთში იგეგმება.


“სწორედ ამან მოგვცა შესაძლებლობა ბაზების გაყვანის ვადები ოთხ წლამდე შეგვემცირებინა“, განაცხადა ბალუევსკიმ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button