ახალი ამბები

მოსკოვი ადასტურებს, რომ ბაზებზე მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი თბილისში გაიმართება

რუსეთი მზადაა სამხედრო საკითხებზე მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდისთვის, რომელიც თბილისში 23 მაისს გაიმართება.


რუსულ–ქართულ მოლაპარაკებებზე განიხილება პროექტი, რომელიც რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანას 2008 წლის განმავლობაში ითვალისწინებს.

“რაიმე სახის შეთანხმება რუსული სამხედრო ბაზების 2008 წლის დასაწყისში გაყვანაზე არ მიღწეულა“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 18 მაისს გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში.


16 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ მოსკოვიდან გასულ კვირას მიღებული ახალი წინადადებების კომენტირებისას განაცხადა, რომ მოსკოვი თანახმაა ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზები 2008 წლის თებერვლისთვის დახუროს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button