ახალი ამბები

რუსეთის საგარეო უწყება: მოსკოვი თანახმაა ბაზები 2008 წლის განმავლობაში გაიყვანოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ 17 მაისს განაცხადა, რომ რუსული მხარის ახალი წინადადება ითვალისწინებს სამხედრო ბაზების გაყვანას ბათუმიდან და ახალქალაქიდან „2008 წლის განმავლობაში“, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი ზუსტ თარიღს არ აკონკრეტებს.


მისი თქმით, საქართველოს და რუსეთის დელეგაციები უახლოეს მომავალში საკითხის განხილვის მიზნით „ან თბილისში, ან მოსკოვში“ შეიკრიბებიან.


„არანაირი შეთანხმება არ ყოფილა იმის თაობაზე, რომ გაყვანის პროცესი 2008 წლის დასაწყისამდე დასრულდება“, აცხადებს ალექსანდრე იაკოვენკო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button