ახალი ამბები

“კონსერვატორები” დეპუტატ კუკავაზე თავდასხმას “პოლიტიკურ ანგარიშსწორებას” უწოდებენ

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვლს თხოვნით მიმართა რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიოს დეპუტატ კახა კუკავაზე თავდასხმის ფაქტი.


ბურჯანაძის ინფორმაციით, 16 მაისს, გვიან საღამოს უცნობი პირები თავს დაესხნენ დეპუტატ კახა კუკავას, რომელიც ოპოზიციური პარტია “კონსერვატორების“ წარმომადგენელია და მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამჟამად, დეპუტატი საავადმყოფოშია გადაყვანილი.


კუკავას თანაპარტიელმა დეპუტატმა ბიძინა გუჯაბიძემ აღნიშნული ფაქტი “პოლიტიკურ ანგარიშსწორებად“ შეაფასა.


“ჩვენ გამოძიების იმედი არ გვაქვს, რადგან ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული არცერთი რეპრესიული ფაქტი – პარტიის [კონსერვატორების] ოფისის დარბევა და დეპუტატ გუგა ცანავაზე [ასევე, კონსერვატორი] თავდასხმა ზუგდიდში, დღემდე არ არის გამოძიებული“, დასძინა გუჯაბიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button