ახალი ამბები

ევროკავშირის ექსპერტები საქართველო-რუსეთის საზღვარს სამი თვე დააკვირდებიან

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰეიკი ტალვიტიეს განცხადებით, ევროკავშირის სამი ექსპერტი, რომლებიც 4 აპრილს მასთან ერთად ჩამოვიდნენ თბილისში, სამი თვის განმავლობაში განახორციელებენ მონიტორინგს რუსეთ–საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთებზე. ამის შემდეგ ექსპერტები ანგარიშს წარადგენენ  ევროკავშირში.


“მხოლოდ ამ ანგარიშის შემდეგ განიხილება, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით“, განაცხადა  ჰეიკი ტალვიტიემ 8 აპრილს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.


საქართველომ ევროკავშირს საზღვრის მონიტორინგთან დაკავშირებით დახმარებისთვის მას შემდეგ მიმართა, რაც გასული წლის დეკემბერს რუსეთმა ეუთოს მონიტორინგის მისიის გაგრძელებას ვეტო დაადო.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button