ახალი ამბები

მთავრობა სამცხე-ჯავახეთის განვითარების პროექტზე მუშაობს

დღეს “სამცხე-ჯავახეთის რეგიონის განვითარების, პერსპექტივების და რეკომენდაციების” პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას და რეგიონის ცენტრთან რეინტეგრაციას.


აღნიშნული პროექტის წარდგენას ინიციატორებთან  – კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად,  საერთშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებიც რეგიონში სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ.


“ამიერიდან საერთაშორისო ორგანიზაციები ადგილობრივ ადმინიტრაციასთან კოორდინირებით განსაზღვრავენ დაფინანსების პრიორიტეტულ სფეროებს“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებულმა გოგა ხაჩიძემ.


 

მსგავსი/Related

Back to top button