ახალი ამბები

რუსი დეპუტატები არაღიარებული აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდებიან

თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, 12 იანვრის განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებს დამკვირვებლის სტატუსით რუსეთის ფედერაციის სათათბიროს დეპუტატები დაესწრებიან, იუწყება 6 დეკემბერს რუსული საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასი”.
 
“მთავარია ნორმალური, საქმიანი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან და არა გაწვდილი ხელით სიარული”, განაცხადა ბაღაფშმა.


პრეზიდენტობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ  “დღეისათვის თუ აფხაზეთში მშვიდი ვითარება შენარჩუნდა ეს რუსეთის დამსახურებაა, სამშვიდობო მისიით სწორედ რუსი სამხედროები დგანან საზღვარზე”.
 
რუსეთის სათათბიროს დეპუტატთა ნაწილი დამკვირვებლის სტატუსით თვითგამოცხადებულ აფხაზეთში 2004 წლის 3 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსაც ესწრებოდა.
 

Back to top button