
ახალი ამბები
ნოდარ ხაშბა მედიის არჩევნებისადმი დამოკიდებულებით უკმაყოფილოა
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნოდარ ხაშბამ შეშფოთება გამოხატა ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული იმ პუბლიკაციების გამო, რომელთა მიხედვითაც “გარკვეულ ძალებს“ 12 იანვარს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლა სურთ, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი“.
იგი სთხოვს მედიას დაასახელონ ის სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც მოუწოდებენ მოსახლეობას არ მიიღონ მონაწილეობა 12 იანვრის არჩევნებში.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის ქართულ მედიაშიც, დე ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას მხარდამჭერები ამზადებენ საზოგადოებრივ აზრს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესაძლო გაუქმებისთვის.