
გელა ბეჟუაშვილი არმიაში ფინანსურ მაქინაციებს არ გამორიცხავს
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გელა ბეჟუაშვილმა, რომელსაც 2004 წლის თებერვალ-ივნისში თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა, 5 იანვარს განაცხადა, რომ არმიაში ფინანსურ მაქინაციებს ყოველთვის ჰქონდა ადგილი და კვლავაც ექნება.
გელა ბეჟუაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე, რომელმაც სამინისტროს რამოდენიმე მაღალი რანგის მოხელე სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასა და კორუფციაში დაადანაშაულა. ოქრუაშვილმა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე პაატა გაფრინდაშვილიც დაადანაშაულა, რომელიც გელა ბეჟუაშვილმა მისი მინისტრობის პერიოდში დაინიშნა ამ პოსტზე.
“ვფიქრობ, დაუშვებელია, ვინმე დამნაშავედ გამოაცხადო, სანამ ეს დამტკიცებული არ არის“, განუცხადა გელა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და კონტროლის პალატამ უკვე დაიწყეს თავდაცვის სამინისტროში სახსრების მითვისებასთან დაკავშირებული საქმის შესწავლა.