
ქრონოლოგია – 2004
» ქრონოლოგია: 2004 – 2005 – 2006 იანვარიიანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი ივლისი აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი
3 იანვარი – პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სააკაშვილი კონფლიქტის ზონაში განლაგებულ რამდენიმე ქართულ სოფელსაც ეწვია.
სოფელ თამარაშენის მოსახლეობასთან შეხვედრისას სააკაშვილმა პირობა დადო, რომ შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, 2009 წელს, საარჩევნო უბნები ცხინვალშიც გაიხსნებოდა.
4 იანვარი – საქართველოში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. პრეზიდენტობისთვის ხუთი კანდიდატი იყრიდა კენჭს. მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, თემურ შაშიაშვილი, ზაზა სიხარულიძე, როინ ლიპარტელიანი და ქართლოს ღარიბაშვილი.
არჩევნებში გამარჯვება ნოემბრის “ვარდების რევოლუციის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ხმების 96%-ით მოიპოვა. ეუთოს 450 დამკვირვებელმა, ასევე ადგილობრივმა და დსთ-ს დამკვირვებლებმა, საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელეს.
7 იანვარი – აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ ავტონომიურ რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობა განაახლა. საგანგებო მდგომარეობა, რომელიც აჭარაში ნოემბრის “ხავერდოვანი რევოლუციის“ დროს გამოცხადდა, 3 იანვარს დროებით შეწყდა 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების გამო. საგანგებო მდგომარეობის პარალელურად აჭარის სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ დაიწყო ახალგაზრდული მოძრაობა “კმარას“ წევრების დევნა.
https://207.218.249.154/geo/article.php?id=5775
8 იანვარი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს თედო ჯაფარიძესა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის იური ბალუევსკის შორის მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები საქართველოდან რუსეთის ბაზების 3 წლის ვადაში გაყვანის თაობაზე უშედეგოდ დასრულდა. “რუსული მხარე კატეგორიული წინააღმდეგია საქართველოს წინადადებისა, რომ ბათუმიდან და ახალქალაქიდან სამხედრო ბაზები სამი წლის ვადაში გაიყვანოს. ეს გეგმა არარეალურია“, განაცხადა ბალუევსკიმ.
8 იანვარი – თბილისის პროკურატურამ ყოფილი სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერის, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მასზე ძებნა გამოაცხადა. მას სახელმწიფო ქონების მითვისებაში ედება ბრალი. ლევან მამალაძე 23 ნოემბრის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მოსკოვში წავიდა და სავარაუდოდ, დღესაც რუსეთში იმყოფება.
10 იანვარი – ქართველმა სამართალდამცავებმა “გაერთიანებული ქართული ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თამაზ მაღლაკელიძე გაათავისუფლეს. თამაზ მაღლაკელიძე თბილისში 2003 წლის 5 დეკემბერს გაიტაცეს.
12 იანვარი – თურქეთის სახელმწიფო მინისტრი მეჰმეთ აიდინი საქართველოში ეწვია. მეჰმეთ აიდინი ასევე სტუმრობდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასაც.
13 იანვარი – თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ლინ პასკო ჩამოვიდა, რათა ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ქართულ მხარესთან, რომელიც აშშ-ის მიერ 3 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ეს თანხა “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში მომზადებულ ოფიცერთა ხელფასების გაცემას მოხმარდა.
2003 წლის დეკემბერში, “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან 5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე, რომელიც პენსიების გაცემას უნდა მოხმარებოდა.
13 იანვარი – თბილისში ერთდღიანი ვიზიტით რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მირჩა დან ჯოანა ჩამოვიდა.
14 იანვარი – ორდღიანი ვიზიტით თბილისს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანა ეწვია.
https://207.218.249.154/geo/article.php?id=5810
14 იანვარი – პარლამენტმა შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი ირაკლი ოქრუაშვილი გენერალური პროკურორის პოსტზე დაამტკიცა. https://207.218.249.154/geo/article.php?id=5816
14 იანვარი – პარლამენტმა ირაკლი რეხვიაშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დაამტკიცა.
14 იანვარი – პარლამენტმა საქართველოს ეროვნულ დროშად ე.წ. ხუთჯვრიანი დროშა დაამტკიცა. შუა საუკუნეების დროინდელი ეს დროშა მიხეილ სააკაშვილის პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” სიმბოლოს წარმოადგენდა.
https://207.218.249.154/geo/article.php?id=5815
14 იანვარი – აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე მოსკოვში გაემგზავრა, სადაც მან რუსეთის ოფიციალურ პირებთან გამართა შეხვედრები.
15 იანვარი – საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ერაყში გაემგზავრა, სადაც მან ქალაქ თიქრითში განლაგებულ ქართული სამშვიდობო ნაწილები მოინახულა.
https://207.218.249.154/geo/article.php?id=5818
16 იანვარი – სამართალდამცავებმა ბათუმში შპს “საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ჩხაიძე დააკავეს. აკაკი ჩხაიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 19 დეკემბერს აღიძრა. მას 216,000 აშშ დოლარის მითვისებაში ედება ბრალი.
https://207.218.249.154/geo/article.php?id=5831
16 იანვარი – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა რიჩარდ ბაუჩერმა განაცხადა, რომ აშშ-ის 2004 წლის ბიუჯეტი საქართველოსთვის 164 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
https://207.218.249.154/geo/article.php?id=5834
18 იანვარი – ბათუმში დაუდგენელმა პირებმა აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის უფროსი თემურ ინაიშვილი მოკლეს.
19 იანვარი – ახლადარჩეული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო.
19 იანვარი – აფხაზეთთან დაკავშირებულ თავის მორიგ მოხსენებაში გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი აღნიშნავს, რომ კონფლიქტის მოგვარების პროცესი “მტკივნეულად ნელა” მიმდინარეობს. https://207.218.249.154/geo/article.php?id=5847
19 იანვარი – აჭარის სოფელ გონიოში საპროტესტო აქციის მონაწილეთა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. საპროტესტო აქციის მონაწილენი აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის გადადგომას ითხოვდნენ.
https://207.218.249.154/geo/article.php?id=5845
20 იანვარი – აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 20 იანვარს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აბაშიძის პოლიტიკას დაუჭირა მხარი და მის ოპოზიციას “ექტრემისტული ძალები“ უწოდა. https://207.218.249.154/geo/article.php?id=5852
21 იანვარი – გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი და უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია მოსკოვში გაემგზავრნენ, სადაც მათ ადამიანთა გატაცებებში ეჭვმიტანილი შოთა ჭიჭიაშვილის ექტრადიციის საკითხი განიხილეს. შოთა ჭიჭიაშვილი მოსკოვში 24 ივლისს ქართველმა და რუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს. მას 2000 წელს ორი ესპანელი ბიზნესმენის და 2002 წელს ქართველი პარლამენტარის პეტრე ცისკარიშვილის და ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს გატაცებაში ედება ბრალი. იმავე დღეს ჭიჭიაშვილის საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა.
21 იანვარი – აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე სტრასბურგში გაემგზავრა, სადაც იგი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ვალტერ შვიმერს შეხვდა.
22 იანვარი – მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაეროს განვითარების პრო