ახალი ამბები

ჟვანია: მინისტრთა ახალი კაბინეტი სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს ნატოს-კენ

ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ 11 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მთავრობაში ცვლილებები იგეგმება. თუმცა დასძინა, რომ კონკრეტულად ცვლილებების შესახებ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც იგი კონსულტაციებს  პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართავს.


“მთავრობამ წარმატებებს მიაღწია 2004 წელს, თუმცა უკეთესად უნდა იმუშაოს მომავალ წელს. ჩვენ წინაშე უდიდესი ამოცანები დგას. თუ ჩვენ მომდევნო ორი წლის განმავლობაში იმედებს გავამართლებთ, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება რეალური გახდება. მომავალი წლიდან ჩვენ სერიოზული ნაბიჯები უნდა გადავდგათ ამ მიმართულებით”, განუცხადა ჟვანიამ ჟურნალისტებს.


“მე არ შემიძლია კომენტარი გავუკეთო მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებების დეტალებს პრეზიდენტთან ამ საკითხების საბოლოოდ შეჯერებამდე”, დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button