ახალი ამბები

ზურაბ ჟვანია ცხინვალის რეგიონში დაძაბულ ვითარებაზე კოლინ პაუელს ესაუბრა

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ დღეს სატელეფონო საუბარი აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან კოლინ პაუელთან გამართა. პრემიერ-მინისტრმა კოლინ პაუელს ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება გააცნო. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ავთო ფავლენიშვილმა აცნობა.
 
კოლინ პაუელმა მზადყოფნა გამოთქვა ქართულ მხარეს დახმარება გაუწიოს კონფლიქტის მოგვარების საქმეში. აშშ სახელმწიფო მდივანი პირადად ჩაერთვება მოლაპარაკებების პროცესში, ხოლო რუსულ მხარესთან ცალკე გამართავს კონსულტაციებს.
 
კოლინ პაუელმა დადებითად შეაფასა ქართული მხარის პოზიცია, რომ ბოლო დღეებში ვითარების დაძაბვის მიუხედავად, არ ჩაება კონფლიქტში და შეძლო მშვიდობიანი ვითარების შენარჩუნება.
 
დღესვე ზურაბ ჟვანია ორჯერ ესაუბრა ტელეფონით რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს იგორ ივანოვს.

Back to top button