
მიხეილ სააკაშვილი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან ერთად დღეს მოსკოვში გაემგზავრა დსთ-ს არაოფიციალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად. იგი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს. პრეზიდენტს მოსკოვში თან ახლავს უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი.
“’ორივე მხარისთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ ვიზიტისგან მოველით გარკვეულ პოზიტიურ ძვრებს ქართულ-რუსულ ურთიერთობებში“, განაცხადა დღეს გელა ბეჟუაშვილმა მოსკოვში გამგზავრების წინ.
რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ქართულ-ოსური კონფლიქტი და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესები. ასევე ორ ქვეყანას შორის [რუსეთ-საქართველო] ურთიერთობებს.
შეხვედრებს ასევე დაესწრება სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხში გოგა ხაინდრავა, რომელიც უკვე მესამე დღეა რუსეთის დედაქალაქში იმყოფება.