ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბანკირი გამოსასყიდისთვის გაიტაცეს

(თბილისი, 6 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ 5 დეკემბერს განაცხადა, რომ “გაერთიანებული ქართული ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე თამაზ მაღლაკელიძე, სავარაუდოდ, გამოსასყიდის მიღების მიზნით გაიტაცეს.

თამაზ მაღლაკელიძე შეიარაღებულმა პირებმა 5 დეკემბერს დილით გაიტაცეს.

“გაერთიანებული ქართული ბანკის” თბილისის ერთ-ერთი ფილიალი 4 დეკემბერს დაუდგენელმა პირებმა გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, ბანკიდან 50 000 აშშ დოლარი წაიღეს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button