ახალი ამბები

შევარდნაძე ხელფასებისა და პენსიების გაცემას მოითხოვს

(თბილისი, 15 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის წევრებს ხელფასებისა და პენსიების დარიგების უზრუნველყოფა მოსთხოვა.

“მთავარი საარჩევნო კამპანია კი არ არის, მთავარია პენსიები და ხელფასები დავარიგოთ. ეს იქნება საუკეთესო საარჩევნო კამპანია”, – განაცხადა შევარდნაძემ სხდომაზე.

“ყველა ლაპარაკობს, რომ არ რიგდება ხელფასები და პენსიები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ პენსიებისა და ხელფასების დარიგება”, – დასძინა პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button