ახალი ამბები

ლიტვის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

(თბილისი, 11 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ლიტვის პრეზიდენტი როლანდოს პაკსასი დღეს საქართველოში ჩამოდის. ვიზიტის ფარგლებში იგი საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს, პარლამენტის თავჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს და საგარეო საქმეთა მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილს შეხვდება.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ლიტვის პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში ბიზნესმენებიც შევლენ.

ვიზიტის დროს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები “შემოსავლებისა და კაპიტალის ორმაგი დაბეგვრისა და გადაუხდელობის თავიდან აცილების” თაობაზე შეთანხმებას მოაწერენ ხელს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button