ახალი ამბები

ენერგოგარიგებები, საარჩევნო კოდექსი და ბიუჯეტი კიდევ უფრო გაამწვავებს საპარლამენტო დებატებს

(თბილისი, 5 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის დღევანდელი სხდომა განაგრძობს საქართველოს მიერ “გაზპრომთან” და “რუსეთის ერთიან ენერგოსისტემასთან” ახლახანს დადებული ენერგოგარიგებების საკითხის განხილვას.

გასულ კვირას პარლამენტი ამაოდ ეცადა მიეღო ენერგეტიკის მინისტრისგან რაიმე ინფორმაცია “ეი-ი-ეს”-ის მიერ საქართველოში მისი კუთვნილი აქციების გაყიდვის თაობაზე. დეპუტატთა კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად მინისტრყ დავით მირცხულავა პარლამენტში არ გამოცხადდა.

მიმდინარე კვირას პარლამენტი ასევე განაგრძობს დებატებს ახალ საარჩევნო კოდექსზე. გასულ კვირას პარლამენტმა ვერ შეეძლო მიეღო “ბეიკერის გეგმა” ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების თაობაზე, რადგან სახელისუფლებო ფრაქციები და “აღორძინებისა” და “მრეწველთა” ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ამის წინააღმდეგ წავიდნენ.

დეპუტატები ასევე გეგმავენ მთავრობის მიერ 4 აგვისტოს პარლამენტში წარდგენილი პროექტის განხილვას ბიუჯეტის სეკვესტრის თაობაზე.

ამ საკითხებზე დეპუტატთა შორის აზრთა დიდი სხვადასხვაობაა, რის გამოც მიმდინარე კვირის განმავლობაში პარლამენტში მწვავე დებატებია მოსალოდნელი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button