ახალი ამბები

ნაციონალების ახალი ინიციატივა – მსხვილი ობიექტების ნაციონალიზაცია

(თბილისი, 2 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ახალი ინიციატივით გამოდის და მსხვილი, სტრატეგიული  ობიექტების ნაციონალიზაციას მოითხოვს. ამ მიზნით ნაციონალური მოძრაობა საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტში წარსდგება.

მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგნია აქამდე განხორციელებული ყველა ობიექტის პრივატიზაციისა და აცხადებს, რომ უნდა მოხდეს ამ ობიექტების, მათ შორის ზესტაფონის ფერადი ლითონების გადამამუშავებელი ქარხნის, ფოთის პორტის, კავშირგაბმულობის ობიექტების გამოსყიდვა და ქართველი ხალხისთვის დაბრუნება.

სტრატეგიული ობიექტების გასხვისებაში მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ყველაფერი მისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ხდება.

“პრეზიდენტი საკუთარი სკამის შენარჩუნებისთვის ზრუნავს და მზად არის თავად საქართველოს დამოუკიდებლობაც გაყიდოს, რაც არ უნდა დაუშვას ხალხმა”, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ამერიკულ კომპანია “ეი-ი-ე-სა” და რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას “თელასის” გაყიდვასთან დაკავშირებით დიდ აფიორას უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთი ენერგოსექტორის მონოპოლიას საქართველოში პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button