ახალი ამბები

გენადი გაგულია გადადგომაზე უარს აცხადებს

(თბილისი, 2 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – სოხუმის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა გენადი გაგულია განცხადებით გამოვიდა, რომლითაც აღიარა, რომ “აფხაზეთში მძიმე მდგომარეობაა” შექმნილი, – ამის შესახებ 1 აპრილს ცნობა გაავრცელა საგენტო “აფსნიპრესმა”.

გაგულიამ დაადასტურა თავისი მთავრობის მზადყოფნა “აქტიური დიალოგი აწარმოოს ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობასთან და პარტიასთან, ვინც დაინტერესებულია დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში”.

29 მარტს საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოძრაობამ “ამცახარამ”, რომელიც 1992-93 წლების ომის ვეტერანებს აერთიანებს, გაგულიას თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა.

გაგულიამ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button