skip to content
ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში მომხდარი მკვლელობების გამო ორივე მხარის სამართალდამცავებმა კონტროლი გააძლიერეს

(თბილისი, 5 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცხინვალის რეგიონში სოფელ თამარაშენის მიმდებარე ტერიტორიას ქართული და ოსური მხარის სამართალდამცავი ორგანობი ერთობლივად აკონტროლებენ. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” აცნობა საქართველოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ვახტანგ რჩეულიშვილმა.

მისი ინფორმაციით, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოფელ თამარაშენში მოკლული იქნა მამა და სამი შვილი. დღესვე ახალი მკველეობა მოხდა სოფელ არცვაში, აქაც მოკლულია მამა-შვილი. ჯერ-ჯერობით დაუდგენელია მკვლელობების მიზეზი და დამნაშავეთა ვინაობა.

“ბევრი ვერსია არსებობს ამ მკველეობის თაობაზე, თუმცა კონკრეტულად არაფერია გარკვეული, მიზიზების გასარკვევად ჩვენ ქართული და ოსური სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლენლებისგან შევქმენით საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დეტალურად შეისწავლის ამ საკითხს, ამასთანავე, ვცდილობთ ვითარება კონტროლს დაექვემდებაროს და მოსახლეობაში უმართავი პროცესები  არ განვითარდეს”, – აცხადებს რჩეულიშვილი.

მოსახლეობა საპროტესტო აქციებს აწყობს და კატეგორიულად მოითხოვს ქართული სამართალდამცავი ორგანოების მიერ კონტროლის გაძლიერებას და შინაგან საქმეთა მინისტრის რეგიონში ჩასვლას. რჩეულიშვილის თქმით, ვითარების მოწესრიგებაში აქტიურად ჩაერთვნენ ოსური მხარის წარმომადგენლები.

ამ დროისათვის სოფელ თამარაშენთან მისასვლელი გზა გადაკეტილია სამართალდამცავი ორგანობის მიერ და კონტროლდება ტრანსპორტის მიმოსვლა.

რჩეულიშვილის ინფორმაციით, ამჟამად შს სამინისტროში მიმდინარეობს თათბირი მიმდინარეობს დაცვის გაძლიერების თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button