ახალი ამბები

რუსი დეპუტატის თანაშემწემ აფხაზი სეპარატისტების დროშა ჩრდილოეთ პოლუსზე აღმართა

(თბილისი, 22 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზური ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის” ცნობით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფრაქცია “კა-პე-ერ-ეფ”-ის დეპუტატის თანაშემწემ ალექსანდრ ტრუბიცინმა და გაზეთ “სოვეტსკაია როსიას” მთავარი რედაქტორის მოადგილემ ჟანა კასიანენკომ 14 აპრილს ჩრდილოეთ პოლუსზე დადგეს აფხაზეთის თვითმარქვია რესპუბლიკის “სახელმწიფო დროშები” და კაფსულა სეპარატისტების ლიდერისა და მთავრობის მიმართვით მსოფლიოს ხალხებისადმი.

ეს მოხდა პოლარული ექსპედიციის დროს, რომელიც სახე;მწიფო სათათბიროს ფრაქცია “კა-პე-ერ-ეფ”-ის მიერ იყო ორგანიზებული.

აფსნიპრესი ასევე იტყობინება, რომ 21 მაისს სოხუმში “ალექსანდრ ტრუბიცინმა საზეიმო ვითარებაში გადასცა დროშა” სოხუმის მთავრობის პრემიერ-მინისტრს რაულ ხაჯიმბას. ერთ-ერთი დროშა ჩრდილოეთ პოლუსზე დარჩა, მეორე კი სოხუმში დააბრუნეს.

მან ასევე გადასცა წერილი ვლადისლავ არძინბას რუსეთის დუმის ფრაქციის ლიდერის გენადი ზიუგანოვისგან, რომელიც არძინბას აქციის წარმატებით დასრულებას ულოცავს. ხაჯიმბამაც მიულოცა რუსულ მხარეს ექსპედიციის წარმატებით დასრულება და მადლობა მოუხადა სეპარატისტების დროშის პოლუსზე დადგმისთვის.

გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ეროვნული უშიშროების საბჭომ პროტესტი გამოთქვეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ დოკუმენტებში სეპარატისტული ხელისუფლების არასწორად მოხსენიებისთვის, და ასევე შევარდნაძესა და პუტინს შორის სოჭში ხელმოწერილი შეთანხმების არასწორი ინტერპერეტირებისა და შეთანხმების შესაძლო არჩევით რეალიზაციასთან დაკავშირებით.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
ოფიციალური თბილისის აზრით სოჭის შეთანხმებას საფრთხე ემუქრება

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button