ახალი ამბები

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თვლის, რომ პარლამენტის მუშაობის ხელოვნურად ჩაშლის მცდელობას აქვს ადგილი

(თბილისი, 22 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი ეჭვობს, რომ გარკვეული ფრაქცეიბის მხრიდან პარლამენტის სხდომის ხელოვნურად ჩაშლის მცდელობას აქვს ადგილი.

“მე პარლამენტის მუშაობის დისკრედიტირებაზე ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვაცხადებდი. გარკვეულ ფრაქციებს როგორც ჩანს არ სურთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, როგორიც საარჩევნო კოდექსში ვცლილებეის შეტანაა”, – განაცხადა დღეს პრალამენტის პლენარულ სხდომაზე გიგი წერეთელმა.

მან ასევე მოითხოვა რეგისტრაციის შემდეგ სიების ამოკითხვა და ყველა იმ დეპუტატის დასახელება, რომელბიც არ ესწრებიან სხდომას. გიგი წერეთლის ამ განცხადებას დაეთანხმნენ “აღორძინების” ფრაქციის წევრებიც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button