ახალი ამბები

აფხაზეთის შესახებ შევარდნაძე ბუშსა და ბლერს ელაპარაკა

(თბილისი, 2 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს სანკტ-პეტერბურგში ყოფნისას შეხვედრები ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, მათ შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერთან და აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან.

შევარდნაძის ინფორმაციით, შეხვედრებზე აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით ხანმოკლე, მაგრამ საინტერესო საუბარი წარიმართა. მისი თქმით, ბლერმა და ბუშმა დიდი ინტერესი გამოხატეს ამ საკითხის მიმართ.

“ბუშმა თავისი ინიციატივით შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა, რაც მისასალმებეილა ჩვენთვის, ასევე საინტერესოა დიდი ბრიტანეთის დაინტერესება”, – განაცხადა შევარდნაძემ.

მისი ინფორმაციით, ორივე ქვეყანაში უკვე დაინიშნა საგანგებო წარმომადგენლები ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც აფხაზეთის პრობლემის განხილვაში მიიღებენ მონაწილეობას.

შევარდნაძე იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში აქტიურად დაიწყება აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და გამოინახება საერთო ენა აფხაზებთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button