ახალი ამბები

პოლიტიკურ წრეებში კვლავ მინიმალური ხელფასების კანონის თემა დომინირებს

(თბილისი, 10 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს პარლამენტის შენობაში ეკონომიკური ფორუმი გაიმართა, რომელიც მინიმალური ხელფასების გაზრდის თემას მიეძღვნა.

ფორუმში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარე. საპარლამენტო ფრაქციების ლიდერები, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, მეცინერები და ექსპერტები.

28 თებერვალს პარლამენტმა დაამტკიცა “გაერთიანებული დემოკრატების” მიერ შეტანილი კანონპროექტი “მინიმალური ხელფასების საარსებო მინიმუმთან გათანაბრების თაობაზე”, რაც ამ დროისთვის 115 ლარს შეადგენს.

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა კვლავ დაადასტურეს მთავრობის პოზიცია, რომლის თანახმადაც ამ კანონის ამოქმედება გამოიწვევს ნეგატიურ პროცესებს ეკონომიკაში და ინფლაციას.

7 მარტს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დაასკვნა, რომ კანონი პარლამენტმა საპროცედურო დარღვევებით დაამტკიცა. სახელისუფლებო ფრაქციებმა მოითხოვეს, რომ კანონი აღიარებული იქნას უმართებულოდ.

კომიტეტის დასკვნას ჯერ პარლამენტის ბიურო განიხილავს, და მისი თანხმობის შემდეგ საკითხი შეიძლება გატანილი იქნას პარლამენტის სხდომაზე.

10 მარტის რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ იმედი გამოთქვა, რომ “პარლამენტი გადახედავს თავის გადაწყვეტილებას”, რათა არ შეირყეს ეკონომიკური სტაბილურობა ქვეყანაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button