ახალი ამბები

პუტინი ამბობს, რომ რუსეთი მზადაა აფხაზეთიდან ჯარების გასაყვანად

(თბილისი, 29 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს განაცხადა, რომ “რუსეთი მზად არის თავისი სამშვიდობო ძალები გაიყვანოს აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან, თუ საქართველო ამას მოითხოვს”. თუმცა იქვე დასძინა, რომ “ამან შეიძლენა სიტუაციის გაუარესება გამოიწვიოს და ეს ძალიან საშიშია”.

“სამშვიდობო ძალების საკითხი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში გადაწყდება”, თქვა ვლადიმირ პუტინმა.

რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა აფხაზეთში შექმნილი სიტუაცია და სამშვიდობო ძალების მანდატის საკითხები კიევში 28 იანვარს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, რომელიც დსთ-ის ქვეყნების ლიდერთა სამიტის ფარგლებში შედგა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button