ახალი ამბები

შევარდნაძე დსთ-ის არაოფიციალურ სამიტში მონაწილეობს

(თბილისი, 28 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტი შევარდნაძე დსთ-ის ლიდერთა არაოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც 28-29 იანვარს უკრაინაში იმართება.

ამ შეხვედრის ფარგლებში შედგება კავკასიის რეგიონის 4 სახელმწიფოს (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი) ლიდერთა ცალკე შეხვედრაც.

შეხვედრებზე შევარდნაძე აპირებს დღის წესრიგში დააყენოს აფხაზეთის პრობლემა და შეეცდება რუსეთის პრეზიდენტის დარწმუნებას, რომ რუსულმა მხარემ შეწყვიტოს რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, ასევე შეაჩეროს ახლახანს განახლებული სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთთან.

საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის გაფართოებას და უსაფრთხოების ზონის გადატანას მდინარე ღალიძგამდე და ამ სახით მოიცვას მთელი გალის რაიონი, რათა დევნილებს შინ დაბრუნების საშუალება მიეცეთ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button