ახალი ამბები

უზენაესმა სასამართლომ რუსთავის არჩევნების შედეგები გააუქმა

(თბილისი, 18 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” სარჩელის განხილვის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ 17 იანვარს არშემდგარად ცნო რუსთავში 30 ნოემბერს ჩატარებული დამატებითი საპარლამენტო არჩევნები.

მანამდე, ამავე დღეს, ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, რომ დალოდებოდნენ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, პარლამენტმა დეპუტატის უფლებამოსილებები დაუმტკიცა როლანდ მგალობლიშვილს, რომელის ცსკო-ს მონაცემებით, რუსთავში ჩატარებული არჩევნების შედეგად იქნა არჩეული.

“პარლამენტი უნდა დალოდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” დირექტორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ რუსთავში არჩევნები არ შედგა ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობის გამო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button