ახალი ამბები

რუსეთი საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთს გააძლიერებს

(თბილისი, 9 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსული საინფორმაციო საშუალებები საზღვრის დაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ 2003 წლიდან მოსკოვი რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე დამატებით საგუშაგოებს გახსნის.

საზღვრის გაძლიერება ასევე ითვალისწინებს მესაზღვრეთა დამატებითი დანაყოფების საზღვარზე განთავსებას.

როგორც რამოდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი რუსეთი აპირებს სპეცდანიშნულების რაზმების შექმნას, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის დაიცავენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button