ახალი ამბები

აფხაზებმა გალში წმენდა ჩაატარეს

(თბილისი, 27 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, აფხაზურმა სამხედრო დაჯგუფებებმა 26 დეკემბერს გალის რაიონში წმენდა ჩაატარეს და 30-მდე მშვიდობიანი ქართველი მოსახლე დააკავეს.

ქართული მხარის მტკიცებით, წმენდა უსაფრთხოების ზონის ზემო ნაწილში ჩატარდა.

ჩატარებული წმენდის შესახებ ინფორმირებული იქნა საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისია. საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს, რომ აფხაზურმა მხარემ დაკავებული ქართველები გაათავისუფლოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button