Placeholder canvas
ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრომ “თეთრი წიგნი” გამოსცა

&ლტ;IMG ჰსპაცე=5 სრც=”ჰტტპ://წწწ.ცივილ.გე/იმგ/წჰიტეპაპერ.ჯპგ” ალიგნ=ლეფტ ბორდერ=1&გტ;საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უკვე მეორედ გამოსცა “თეთრი წიგნი”, რომელშიც სამხედრო რეფორმის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები არის წარმოდგენილი. “თეთრი წიგნის” ძირითადი მიზანია სამინისტროს საქმიანობისა და სტრუქტურის გამჭვირვალეობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა.

“თეთრი წიგნი” გარდაქმნების პირველი ნიშანია. სულ რაღაც ოთხი-ხუთი წლის წინ ამ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია გასაიდუმლოებული იქნებოდა, დღეს კი ის ღიაა საზოგადოებრივი განხილვისათვის. მასში ნათლად ჩანს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიზანია ევრო-ატლანტიკური ქვეყნების ანალოგიურ სტრუქტურებთან თავსებადობას მიღწევა”, განაცხადა უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ გარი ჯონსონმა “თეთრი წიგნის პრეზენტაციის ცერემონიაზე.

“თეთრი წიგნი” საქართველოს თავდაცვის სისტემის ყველა დეტალს მოიცავს, იქნება ეს სამინისრტოს სტრუქტურა, მისი რესურსები, სამხედრო პერსონალი, მათი განლაგება, შეიარაღება და ა.შ. ეს ინფორმაცია თავისუფლად შეუძლია განიხილოს საზოგადოებამ და მასმედიამ და საჭიროების შემთხვევაში სამთავრობო სტრუქტურებს საკუთარი მოსაზრებებიც კი შესთავაზოს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების წინაშე დადგა უსაფრთხოების სტრუქტურებისა და შეიარაღებული ძალების რეფორმირების აუცილებლობა. ეს განსაკუთრებით ძნელი ამოცანა გამოდგა საქართველოსათვის, სადაც შიდა კონფლიქტება საგრძნობლად შეაფერხეს თავდაცვის სფეროში ამ პროცესების დაწყება. მიუხედავა იმისა, რომ ქვეყანაში არ არსებობდა პრაქტიკული ცოდნა, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო ეროვნული ძალები და მომხდარიყო მისი მოდერნიზება, თავდაცვის სამინისტრომ ძველი საბჭოთა სტრუქტურის შენარჩუნებას მაინც რეფორმების გატარება არჩია.

“საქართველო დემოკრატიული განვითარების შეუქცევად გზას ადგას. ასევე შეუქცევადია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გარდაქმნა ძველი მოდელიდან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის თანამედროვე ძალად და ეს უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს”, აღნიშნავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი გენერალ-ლეიტენანტი დავით თევზაძე “თეთრი წიგნის” წინასიტყვაობაში.

საქართევლოს შეიარაღებული ძალების რეფორმისა და განვითარების ძირითადი შემაფერხებელი ფინანსების ნაკლებობაა. ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებს შორის საქართველოს თავდაცვის ყველაზე მცირე ბიუჯეტი გააჩნია როგორც აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ასევე საერთო შიდა პროდუქტის მოცულობასთან შეფარდებით. 2002 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 38.5 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული, იმ დროს როდესაც დავით თევზაძის თქმით, თავდაცვის სისტემას ელემენტარული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სულ ცოტა 71 მილიონი ლარი სჭირდება.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ახლადდანიშნულმა თავმჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილმა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას განაცხადა, რომ ის აუცილებლად მიმართავს პარლამენტს 2003 წლის ბიუჯეტში თავდაცვის მიზნებისათვის ხარჯების გაზრდის თხოვნით.

არსებული სიძნელეების მიუხედავად, თავდაცვის სამინისტროს რეფორმების გაგრძელება მყარად აქვს გადაწყვეტილი. პარლამენტმა მიიღო თავდაცვის სამინისტროს მიერ დამუშავებული კანონპროექტი, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის სისტემის მოდიფიცირებასა და ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს ეხება. თავდაცვის მინისტრს მიაჩნია, რომ ეს კანონი საფუძველს შექმნის მომავალი პროფესიონალური ჯარის ჩამოყალიბებისათვის.

“ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომლითაც თავდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს, არის ის, რომ შეიარაღებული ძალები უნდა იყოს მცირე, მობილური, მოქნილი, კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილი”, აღნიშნა გარი ჯონსონმა.

ფინანსური სიძნელეების ფონზე, საგარეო დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული შეიარაღებული ძალებისათვის. 1992 წლის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 17 სხვადასვხა სახელმწიფოს თავდაცვის უწყებასთან დაამყარა სამხედრო თანამშრომლობა. ეს ურთიერთობები არ არის მხოლოდ ფორმალური. ქართულმა ჯარმა მნიშვნელოვანი დახმარება მიიღო ამ ქეყნებისგან, განსაკუთრებით კი თურქეთისა და აშშ-სგან.

სალომე ჯაში, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button