ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთებაზე ოცნებობს

(თბილისი, 5 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ე.წ.-მა პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ დღეს მოკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის აპირებს განახორციელოს სამხრეთ ოსეთის სურვილი და თვითგამოცხადებული რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციას შეუერთოს.

“ჩვენი დევიზია: “ყოველთვის საქართველოსთან ერთიად, საქართველოში კი – არასოდეს”, აღნიშნა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა.

კოკოითის თქმით, სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა 60% რუსეთის მოქალაქეა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button