ახალი ამბები

კოდორში მხოლოდ მესაზღვრეები იმყოფებიან – აცხადებს თავდაცვის მინისტრი

(თბილისი, 16 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – “დღესდღეობით კოდორის ხეობაში საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 200-მდე მოსამსახურე იმყოფება”, – განაცხადა 16 აპრილს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ.

თევზაძის თქმით, ხეობის უსაფრთხოებას სასაზღვრო ძალებთან ერთად ადგილობრივი შეიარაღებული მოსახლეობაც იცავს.

აფხაზური მხარე და რუსეთის მაღალჩინოსნები ირწმუნებიან, რომ საქართველომ დაარღვია 2 ოქტომბერს ხელმოწერილი პროტოკოლი, რომლის თანახმადაც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეგულარული არმია კოდორის ხეობიდან 10 აპრილამდე უნდა გაეყვანა. 

Back to top button