ახალი ამბები

პრეზიდენტი კოდორის ხოებაში ვითარების დაძაბვას არ გამორიცხავს

(თბილისი, 16 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველო ყოველთვის უნდა იყოს მზად, რადგან “არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ მდგომარეობა არ დაიძაბება”, – განაცხადა 16 აპრილს პრეზიდენტმა შევარდნაძემ კოდორის ხოებაში რუსი სამშვოდობოების მოულოდნელ შესვლასთან დაკავშირებით. 

“ეს დღეები საქართველოსთვის გაკვეთილი იყო”, – აღნიშნა მან ქართველ ბიზნესმენებთან შეხვედრისას.

ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო შეძლებს თავი აარიდოს ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებში ჩაბმას.

14 აპრილს, საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოთქმული პროტესტის შემდეგ, რუსეთის ჯარი იძულებული გახდა კოდორის ხეობა დაეტოვებინა.

მსგავსი/Related

Back to top button