ახალი ამბები

ადამინის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები გაეროს რეკომენდაციებს მიესალმებიან

(თბილისი, 16 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – ადამიანის უფლებათა დამცველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ორგანიზაცია “ჰუმან რაითს ვოთჩის” წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში მიესალმებიან გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ საქართველოს მთავრობისადმი მიცემულ რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევების აღკვეთას შეეხება.

16 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა და “ჰუმან რაითს ვოთჩმა” საქართველოს მთავრობას ამ რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდეს.

“კომიტეტი კვლავ შეშფოთებულია სამართალდამცავებისა და სასჯელასრულებითი დაწესებულებების თანამშრომელთა მიერ პატიმართა წამებისა და სახვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობითა და დასჯით, რასაც ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული ხასიათი აქვს”, – ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებში. 

მსგავსი/Related

Back to top button