ახალი ამბები

კოდორში საომარი მოქმედებები აღიკვეთა

(თბილისი, 16 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – “კოდორის ხეობაში რუსმა სამშვიდობოებმა ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის საომარი მოქმედებები აღკვეთეს”, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა.

მინისტრის თქმით, აფხაზურმა მხარემ ემოციურად აღიქვა ქართული მხარის მიერ 2 აპრილს ხელმოწერილი პროტოკოლის შეუსრულებლობა და მოსალოდნელი იყო საბრძოლო მოქმედებების განახლება.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტმა შევარდნაძემ მასთან საუბრისას დაადასტურა, რომ ხეობაში ქართული საჯარისო ნაწილები კვლავ იმყოფებიან. თუმცა თავად შევარდნაძის თქმით, ხეობა დატოვეს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებმა.

80-მდე რუსი ჯარისკაცი კოდორის ხეობაში ქართული მხარის ნებართვის გარეშე შეიყვანეს. საქართველოს ხელისუფლების საპროტესტო განცხადებების შემდეგ რუსი სამხედროები იძულებულნი გახდნენ 14 აპრილს ხეობა დაეტოვებინათ.

 

მსგავსი/Related

Back to top button