ახალი ამბები

თვითმმართველობის კანონში ცვლილებები პარლამენტმა ვერ მიიღო

(თბილისი, 11 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – 10 აპრილს პარლამენტმა ვერ შეძლო მიეღო ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის კანონთან დაკავშირებით.

მერებისა და გამგებლების არჩევითობას პარლამენტში მხოლოდ 110-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ცვლილების დასამტკიცებლად კი 118 ხმა იყო საჭირო. მერებსა და გამგებლებს კვლავ პრეზიდენტი დანიშნავს.

დეპუტატები მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირებაზე შეთანხმდნენ.

წინა ორ არჩევნებში 4%-იან ბარიერგადალახული პარტიები ცსკ-ში თითო წევრს ნიშნავენ. კომისიაში ასევე შევლენ აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ქვეყნის პრეზიდენტის წარმომადგენლები.

საბოლოო ჯამში, ცენტრალური საარჩევნო კომისია 19 წევრისგან შედგება.

მიუხედავად დამტკიცებული ცვლილებებისა, 2 ივნისისთვის დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები ძველი საარჩევნო კოდექსის თანახმად გაიმართება, რადგან ცვლილების საბოლოოდ გასატარებლად 2 ივნისამდე არსებული დრო არ არის საკმარისი.

მსგავსი/Related

Back to top button