ახალი ამბები

სტუდენტური მოძრაობის ლიდერს ესროლეს

(თბილისი, 11 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – გუშინ გვიან ღამით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის მანქანას ოთხი ტყვია ესროლეს. იმ დროს მანქანაში იმყოფებოდნენ სტუდენტური მოძრაობის ლიდერები ვახო გოძიაშვილი და დავიტ მესხიშვილი.

გასროლა მოხდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის პროგრამა “ღამის კურიერის” დასრულების შემდეგ, სადაც ვახო გოძიაშვილი პირდაპირ ეთერში ოპონირებას უწევდა სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს თედო ისაკაძეს.

უახლოეს დღეებში სტუდენტური მოძრაობა მართავს სტუდენტურ ფორუმს. სწორედ იმავე დღეს იგეგმება ალტერნატიული სტუდენტური ფორუმიც. 

“ალტერნატიული ფორუმი შევარდნაძის დავალებით არის გაკეთებული და მას თედო ისაკაძე ხელმძღვანელობს”, – განაცხადა დღეს დეპუტატმა კოტე კემულარიამ და დასძინა, რომ ასეთი მოქმედება სტუდენტების გახლეჩისკენ არის მიმართული.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ მომხდარზე პასუხი სამართლადამცავებს მოსთხოვა.

უნივერსიტეტის სტუდენტურ მოძრაობას ალტერნატიული მოძრაობა უპირისპირდება, რომელსაც, “რეფორმატორთა” განცხადებით, სახელმციფო კანცელარია ლობირებს. 

მსგავსი/Related

Back to top button