ახალი ამბები

პარლამენტი იუსტიციის სამინისტროს ანტიკორუფციულ კანონპროექტს განიხილავს

(თბილისი, 26 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – პრეზიდენტის თხოვნით საქართველოს პარლამენტმა 26 მარტს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ანტიკორუფციული კანონპროექტის განხილვა დაიწყო.

დეპუტატებმა 21-23 მარტს უკვე განიხილეს ყოფილი იუსტიციის მინისტრის მიხეილ საკაშვილის მიერ წარმოდგენილი ანტიკორუფციული კანონპროექტი.

კანონპროექტთა პაკეტის თანახმად, მთავრობამ სპეციალური ბიურო უნდა ჩამოაყალიბოს, რომელიც შეისწავლის მთავრობის პირების კორუფციაში ჩაბმულობის დონეს და მათ შესაბამის გადასახადებს დააკისრებს.

რეფორმატორების განცხადებით, ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება, როგორიცაა სპეციალური ბიურო, კორუფციის ახალი წყარო გახდება.

მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი უკანონოდ მითვისებული ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნებას ითვალისწინებს, მაშინ როდესაც იუსტიციის სამინისტროს მიერ
შემუშავებულ კანონპროექტი ამას არ გულისხმობს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button