
სიმღერა ძველებურად
პრეზიდენტი შევარდნაძე ჰარვარდს ესტუმრა. 3 ოქტომბერს, ოთხშაბათს ედუარდ შევარდნაძე ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლაში აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძე ამ აუდიტორიის წინაშე პრეზიდენტის სტატუსით პირველად წარსდგა, ამერიკელებს მისგან რაიმე გასნხვავებული და ახალი თითქმის არ მოუსმენიათ. შევარდნაძის ამჟამინდელი გამოსვლა დიდად არ განსხვავდებოდა იმ სიტყვისაგან, რომლიც მან 10 წლის წინ, როგორც (უკვე დაშლის პირას მყოფი) საბჭოთა კავშირის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰარვარდში პირველი ვიზიტისას წარმოსთქვა. პრეზიდენტ შევარდნაძის გამოსვლა ეხებოდა ზოგიერთ ძირითად მოსაზრებას მსოფლიო უსაფრთხოების სისტემის განვითარებისთვის საჭირო ინსტიტუციონალურ ცვლილებებზე და მის პირად ღვაწლს ცივი ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების საქმეში. როგორც ჩანს, 80-იანების ბოლოსა და 90-იან წლების საბჭოთა კავშირ – აშშს ურთიერთობების სიღრმეში აღმოცენებული შევარდნაძისეული “ახალი აზროვნება”, კვლავ რჩება მისი საერთაშორისო საზოგადოებრივი ურთიერთობების კონცეპციის მთავარ ღერძად. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ ასეთი მიდგომა სასარგებლოა დასავლეთში შევარდნაძის იმიჯის შენარჩუნებისათვის. მას პატივს სცემდნენ და აღიქვამდნენ როგორც დიპლომატს, რომლესაც შეეძლო გამოეძენებინა საკითხისადმი თანამშრომლური მიდგომა, დაფუძნებული საერთაშორისო ინსტიტუციონალისტისა და ჰუმანიზმის ძირითადი ფასეულობების ერთგული დამცველის სიტყვებით შეჯერებულ არადოგმატურ და იდეოლოგიებისაგან თავისუფალ პოლიტიცურ გათვლებზე. თუმცა, მეორეს მხრივ, თუ გავიმეორებთ ამ შეხვედრაზე დამსწრე ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი სტუდენტის სიტყვებს, დასავლეთის მხარდაჭერის გარანტირებისათვის “80 იანი წლების ცივი ომის დამთავრების ძველი ზღაპრის მოყოლა და გადამდგარ დასავლელ პოლიტიკოსებთან პირადი კავშირების ხაზგასმა” დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო არაეფექტური უნდა იყოს. როგორც კრიტიკოსებს მიაჩნიათ, შევარდნაძე სწრაფად კარგავს მიზმიდველობას საერთაშორისო არენაზე, რადგან არ ძალუძს წარადგინოს მომავალზე ორიენტირებული მიდგომა – დინამიური ისტორია საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე არსებულ წინსვლებსა და სირთულეებზე, რომელიც ჩამოყალიბების პორცესში მყოფი ქართული სამოქალაქო საზოგადოების პოტენციასა და საქართველოში არსებული ფასეულობების ორიენტირებს დაეფუძნებოდა. თუმცა, საქართველოში საშინაო “პოლიტიკური რუქის” გადახალისებისა და რეფორმების საპასუხო რეაქციების შიშით, პრესიდენტს შეიძლება არც სურდეს იმსჯელოს საქართველოს განვითარებადი დემოკრატიისათვის დასავლეთის მხარდაჭერის აუცილებლობაზე. თავის გამოსვლაში, საქართველოს ლიდერმა ხაზი გაუსვა ახალი სახის საფრთხეებისა და საერთაშორისო ტერორიზმის საპასუხოდ თანამედროვე საერთაშორისო ინსტიტუციონალური სისტემის გარდაქმნის აუცილებლობას. შევარდნაძე მიიჩნევს, რომ 11 სექტემბერი მსოფლიოს ისტორიაში გარდატეხის წერტილი გახდა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რამდენიმე პრობლემარურ საკითხს: ანტიტერორისტული კოალიციის შმექნის გზით პრობლემების გადაჭრის მოკლევადიანი ხასიათი; პრეზიდენტი ამ ამოცანების გადაჭრის გზას ამჟამად არაეფექტური საერთაშორისო ინსტიტუტების, კერძოდ კი გაეროს უშიშროების საბჭოს გარდაქმნაში ხედავს. შევარდნაძემ ასევე მოუწოდა მსოფლიოს ლიდერებს ერთობლივად იმსჯელონ ტერორიზმის წყაროებზე – აგრესიულ ნაციონალიზმსა და აგრესიულ სეპარატიზმზე. პრეზიდენტმა აღიარა აშშ-ს წამყვანი როლი ამ პროცესებში და სრული მხარდაჭერა გამოთქვა ამერიკის ახალი ინიციატივებისადმი, ანტისარაკეტო დაცვის სისტემის ჩათვლით. რეგიონალურ პრობლემებზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ წამოაყენა კონცეფცია, რომ საქართველო არის “სამხრეთ კავკასიის გასაღები”. მისი თქმით, კონფლიქტი ჩეჩნეთში და საქართველოს მნიშვნელობა სამხრეთ კავკასიაში განსაზღვრავენ საქართველოზე რუსეთის მზარდი ზეწოლის ინტენსიურობას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ბრალდებები თოთქოს საქართველო ტერორისტებს იფარავს, უსაფუძვლოა და რომ რუსეთი სარგებლობს 11 სექტემბრის მოვლენების შედეგად შექმნილი პოლიტიკური მომენტით რათა გაიძლიეროს პოზიციები სამხრეთ კავკასიაში. მაგრამ პრეზიდენტი ძალიან მოკლედ შეეხო ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს – საქართველოში დემოკრატიულ ტრანსფორმაციებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გარდაქმნების პროცესი მოითხოვს დროს, და მიუხედავად იმისა რომ მათი დაჩქარება სასურველია, ამისათვის გარე ზეწოლა არ არის აუცილებელი. შევარდნაძემ რეფორმების ნელი ტემპი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და გამოცდილების ნაკლებობით ახსნა, ღრმა კორუპციითა და წლების მანძილზე სამოქალაქო არეულობების შედეგად დარჩენილი სირთულეებით. მსმენელთა კითხვებზე პასუხის გაცემისას პრეზიდენტმა აშკარად თავი აარიდა პირდაპირ საუბარს ანტიკორუფციულ პოლიტიკასა და ღონისძიებებზე და შესთავაზა მსმენელებს მეორე დღეს დასწრებოდნენ მის ლექციას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში. პრეზიდენტი თავის პასუხებში შემოიფარგლა ზოგადი ხასიათის განცხადებით იმის თაობაზე, რომ მზადება კორპუციაზე სერიოზული შეტევისათვის უკვე დასრულებულია.ირკლი ჭყონია, კემბრიჯი, მასაჩუსეცი.
კოალიციის წევრებს შორის უთანხმოებბების საფუძველზე ორი კონკურენტი ბლოკისაგან შემდგარი საერთაშორისო სისტემის აღორძინების შესაძლებლობა;
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალის გამოყენებისათვის საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლის შექმნა;
გლობალიზაციისა და სიღარიბის ეპოქაში გასნხვავებები ეროვნული ინტერესებს შორის.
ირაკლი ჭყონია – სამართალისა და დიპლომატიის მეცნიერებათა ხარისხის კანდიდატი ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში, მედფორდი, მასაჩუსეცი.