
ახალი ამბები
The Hill: აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა MEGOBARI აქტთან დაკავშირებით მაიკ ჯონსონის თხოვნა დაბლოკა
აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჯონ ტუნმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში MEGOBARI აქტის დამატების შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის თხოვნა დაბლოკა. ამის თაობაზე გამოცემა The Hill-ი 3 დეკემბერს იტყობინებოდა.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ტუნმა ეს თხოვნა უკვე მეორედ დაბლოკა.
MEGOBARI აქტი ორპარტიული კანონპროექტია, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს, ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს მხარი მაისში დაუჭირა და ახლა ჯერი სენატზეა.
This post is also available in: English