ახალი ამბები

ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ „ქართული ოცნება“ ანტიევროპულ რიტორიკას აძლიერებს

„ქართული ოცნების“ წევრებმა და სახელისუფლებო მედიამ გააძლიერეს გაფრთხილებები იმის შესახებ, რომ ბრიუსელი საქართველოს ერთი სქესის მქონე პირთა ქორწინების ლეგალიზაციას აიძულებს, და ამის მოტივად დაასახელეს ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ერთნაირსქესიანთა შორის ბლოკის ფარგლებში რეგისტრირებული ქორწინებების აღიარებას სთხოვს.

25 ნოემბერს ევროპის სასამართლომ სავალდებულო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლითაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ერთნაირსქესიანთა შორის ბლოკის ფარგლებში რეგისტრირებული ქორწინებების აღიარებას სთხოვს. სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთის უარი გერმანიაში დაქორწინებული წყვილის რეგისტრაციაზე არღვევს როგორც გადაადგილების თავისუფლებას, ასევე პირადი ცხოვრების უფლებას. თუმცა, გადაწყვეტილება წევრ სახელმწიფოებს ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების ლეგალიზაციას არ ავალდებულებს.

ეს ამბავი სახელისუფლებლო ტელეკომპანია „იმედმა“ აიტაცა და მანიპულაციური ქარდი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია: „ევროკავშირის უზენაეს სასამართლოში განაცხადეს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება ბლოკის ყველა სახელმწიფოში უნდა იყოს აღიარებული“.  

This post is also available in: English

Back to top button